რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას. ამ მხრივ ვხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც, – განაცხადა საქართველოს […]

მაი. 12, 2025 - 15:57
 0
რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება -ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას
რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას. ამ მხრივ ვხედავთ გამოფხიზლებას ევროპის შიგნითაც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
„როდესაც საზოგადოება ხვდება უკვე, რომ აბსოლუტური ყალბი იდეოლოგიები, ლიბერალიზმის არასწორი გაგება და საერთო ჯამში ორუელისეული მიდგომები როდესაც ხდებოდა ჩანაცვლება ნამდვილი ღირებულებებისა ყალბი ღირებულებებით, ეს ეპოქა დასრულდა და მნიშვნელოვანია, რომ ამას თვალი გაუსწოროს ყველა ხელისუფლებამ ევროკავშირის შიგნით.
რაც შეეხება სამომავლო კონსტრუქციას, ამ მხრივ ვხედავთ ძვრებს, რომელიც მსოფლიოში ხდება, როდესაც დაიწყო ს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, იმ მომენტშივე ითქვა, რომ ეს იყო ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები. სად მიგვიყვანს ეს ძვრები რთულია იწინასწარმეტყველო, თუმცა ჩანს, რომ ევროპაში ბევრი დღესაც არ არის მზად, რომ შეხვდეს ამ საკითხს სერიოზულად იმ მხრივ, რომ კომპეტენტური პასუხები ჰქონდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ გარემოებამ შექმნა.
ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან და ამ მხრივ დასაფასებელია პრემიერ-მინისტრ ორბანის მოწოდება, მათ შორის დღეს ამ ფორუმის წინაშე, რომ სრული პასუხისმგებლობით და გააზრებით მიუდგეს ყველა ხელისუფალი, საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიუდგეს იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოიშვა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow