რას ამბობს ნატო გელაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე და წლების წინ თავდაცვის სამინისტროში მუშაობაზე
ბოლო დღეებში მომღერალი ნატო გელაშვილი და მისი ვაჟები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. კრიტიკა მათ მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეობა მიიღეს კონცერტში იმ დღეს, როდესაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ძმებმა მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს – “თსუ-ს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია… “სირცხვილიას” გოგოებო, თუ […]


ბოლო დღეებში მომღერალი ნატო გელაშვილი და მისი ვაჟები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. კრიტიკა მათ მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეობა მიიღეს კონცერტში იმ დღეს, როდესაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ძმებმა მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს – “თსუ-ს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია… “სირცხვილიას” გოგოებო, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით, ეგ უფრო დიდი სირცხვილია”, – ნათქვამი იყო “ჭოხოების” განცხადებაში. გადაწყვეტილება ლუკას და გიორგის ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მოუწონა და მათი მისამართით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
“მადლობა ბიჭებო და იცოდეთ, რომ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის”, – წერდა ნანუკა. ამბავი აქ არ დასრულებულა და ჟორჟოლიანის პოსტს “ჭოხოებმა” პოსტით უპასუხეს: “ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ. ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა”, – აღნიშნავდნენ ძმები ჭოხონელიძეები. ამ პოსტის საპასუხოდ კი ნანუკამ გაიხსენა, რომ ნატო გელაშვილი, ასევე მისი ქმარი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ იმ პერიოდში, როდესაც მინისტრი ბაჩო ახალაია იყო.
Ambebi.ge ნატო გელაშვილს დაუკავშირდა
– ქალბატონო ნატო, ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი თუ წაიკითხეთ?
– ნანუკამ დაწერა, მე პასუხების გაცემას ნამდვილად არ ვაპირებ და არც საუბარს არ ვაპირებდი არაფერზე, ვცხოვრობდი ჩემთვის. მაქვს ერთი დევიზი, ნუ შეეხებიან ჩემს ოჯახს, იმიტომ რომ არასოდეს შევხებივარ სხვისას, ეს არის ჩემი პრინციპი. ნანუკასთან კი არა, საერთოდ ცხოვრებაში.
– ზოგადად არ ხართ გამორჩეული მსგავსი სკანდალებით, რაც ამ ორი დღის მანძილზე მედიაში ხდება…
– ეს არ არის სკანდალი, ღმერთმა დამიფაროს ამისგან. კიდევ გეუბნებით, ნურასოდეს ჩაერევიან ჩემს ოჯახში, იმიტომ რომ არასოდეს ვერევი სხვის ოჯახში. ამიტომ თუ ოდესმე ვიღაცა ჩაერია, პასუხიც ეგ არის. როცა ადამიანს არასწორად აყენებ შეურაცხყოფას, თავის დროზე, დაუმსახურებლად, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონია და უბრალოდ თავისი აზრი დააფიქსირა, მიუყრი ყვავებს საჯიჯგნად, რომ ბოლომდე კორტნონ, ცხოვრებაში მერე ხდება ისე, რომ შვილებს ამახსოვრდებათ ტკივილი.
საერთოდ, ოჯახს ერთმანეთის ტკივილი ამახსოვრდება, მითუმეტეს უდანაშაულო და დაუმსახურებელი ტკივილი. როცა იმსახურებ, ეს კიდევ მესმის.
– როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი თქვენზე?
– აღარ მოქმედებს. ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რამაც იმოქმედა, ის დაღი დასმულია დღემდე.იმის მერე არაფერი აღარ მიკვირს და არც გამიკვირდება. ადამიანების განსასჯელია ვის რა მოსწონს, არც არავის მრწამსში ჩავრეულვარ. მე თუ ჩემი სადარდებელი მაქვს და ჩემს პოსტს ავტვირთავ, საქილიკოდ ნუ გახდი და საჯიჯგნად. არ დამიმსახურებია. არ გამომირჩევია ადამიანი, არც პარტიით, არც მეგობრობით, არც ვიღაცისთვის მიკრავს ხელი რომ რომელიმე პარტიაში იყო.
ნახევარ ქალაქს ვიცნობ და არასოდეს გამიყვია ქალაქი იმით, რომ ვიღაც ასე ფიქრობს და ან ისე. როდესაც ასეთ ადამიანს გაიმეტებ რომ ჯიჯგნონ, პასუხისთვისაც მზად უნდა იყო. ბიჭებს ალბათ დიდი დაღი დაასვა და გულისტკივილი ალბათ სწორედ ეგ არის. მე აღარც პოსტებს ვკითხულობ, მე დავწერე ჩემი გულისთქმა და დავამთავრე.
– თქვენი და თქვენი მეუღლის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის წლები გაიხსენა ნანუკამ
– ადამიანი ცხოვრობ – ან იქ მუშაობ, ან აქ. გააჩნია – რომ მუშაობ რას აშავებ, ან რას აკეთებ. მე როდესაც თავდაცვაში ვმუშაობდი დაღუპული მეომრის შვილები მებარა, ძალიან ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და ბედნიერი ვარ რომ ოდესღაც ამის საშუალება მომეცა. კიდევ გეუბნებით, არავის ვეხები და თუ ჩემმა შვილებმა რაღაცა თავისი გულისტკივილი თქვეს, არის ამის საფუძველი, იმიტომ რომ ჩემს ოჯახს ძალიან ატკინეს და ძალიან დაუმსახურებლად, ადამიანებმა ვისაც ერქვათ მეგობრები და ახლობლები. შეიძლება ყოველდღიური ფიზიკური შეხება არავისთან არ მაქვს, მაგრამ თუკი რამე დასჭირვებია ვინმეს, ჩვენგან უარი არ მიუღიათ. მიუხედავად მრწამსისა და შეხედულებისა. მე და პოლიტიკა ყოველთვის შორს ვართ, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რაც მე მეხება. ერთი რჩევა იქნება დაუმსახურებლად ნურავის ჩაუგდებენ საჯიჯგნად, შვილებს თუ შვილიშვილებს, ეს გენეტიკაა, უნდათ თუ არ უნდათ, ამახსოვრდებათ.
-
ცნობისთვის, ამ დაპირისპირებას წინა ისტორია აქვს:
2024 წლის დეკემბერში, თბილისში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კუბო მიიტანეს. იქ ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული. დემონსტრანტებმა რიტუალი შეასრულეს და შემდეგ კუბო დაწვეს. პერფორმანსმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა აქციის მონაწილეების ქმედება გააკრიტიკა.
თემას გამოეხმაურა მომღერალი ნატო გელაშვილიც – “დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..ვისაც სასახლის (კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას…არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ. მე მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია. სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას”, – წერდა მაშინ ნატო გელაშვილი.
ამის საპასუხოდ კი ნანუკამაც პოსტი გამოაქვეყნა და მომღერალს ასე მიმართა:
“გავიგე ჩინურ კუბოზე გიდარდია და დარწმუნებული ვარ გელათზეც დარდობ. დაგვიწერე შენი ფიქრები გელათის ნგრევაზე”. ჟორჟოლიანის ამ პოსტს 1200-ზე მეტი კომენტარი აქვს და საზოგადოების ნაწილი გელაშვილს აკრიტიკებს.
What's Your Reaction?






