“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი
სააგენტო "პარალელი" “რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს პატიმრობაში მყოფ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით და ცალკე გამოყოფს მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმეს, კონკრეტული შეკითხვითა და მოსაზრებით: ,,თქვენი აზრით, რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში? იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის საქმეც იმავე ბედს გაიზიარებს, რაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ა.შ. […] “რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი ნინი ხიჯაკაძე

სააგენტო "პარალელი"
“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს პატიმრობაში მყოფ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით და ცალკე გამოყოფს მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის საქმეს, კონკრეტული შეკითხვითა და მოსაზრებით:
,,თქვენი აზრით, რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?
იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის საქმეც იმავე ბედს გაიზიარებს, რაც მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ა.შ. სხვა საქმეებმა
დღეს ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელი ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილის რიგებს შეუერთა — ერთი რეზოლუციით მიხეილ სააკაშვილის საჩქაროდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ახალი რეზოლუციით კი ამ მოთხოვნას მზია ამაღლობელის გათავისუფლებაც დაუმატეს
ცნობისათვის, ასეთი სიგიჟეებით არის გაჯერებული ევროპარლამენტის რეზოლუცია: ,,მზია ამაღლობელი ისჯება კორუფციის გამოაშკარავებისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – წერს ნინო წილოსანი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“რატომ არ მიაქვთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში?” – ნინო წილოსანი
ნინი ხიჯაკაძე
What's Your Reaction?






