რატომ უკეთია ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს დროშიანი წვივსაფარი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფრანგული პსჟ-ს ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე ხშირად ვხედავთ საქართველოს დროშიანი წვივსაფარით...

განსაკუთრებით, სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტოები ხვიჩას ნაპოლიში თამაშის პერიოდში ვრცელდებოდა, რაზეც კომენტარი ქართველმა შემტევმა ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა.
“ერთი გოლი აღვნიშნე კიდეც ამ წვივსაფართან ერთად. იმიტომ მიკეთია, რომ მინდა ჩემ ქვეყანაზე ყველამ იცოდეს, სულ ვცდილობ მასთან დაკავშირებით რაღაც ვთქვა ხოლმე. ყველამ მინდა ნახოს საქართველო, რადგან ძალიან მაგარი მხარე ვართ, მაგარი ტრადიციები გვაქვს. მგონია, რომ მიცავს.“ – ამბობს ფეხბურთელი.
What's Your Reaction?






