რატომ ჩააბარა დვალიშვილმა საჭიროზე ნაკლები წონა
მერაბ დვალიშვილმა შონ ომალთან ბრძოლისთვის წონის ჩაბარებისას განსაზღვრულ ნორმაზე ნაკლები წონა აჩვენა, რამაც გულშემატკივრებსა...

ღვინჯილიას თქმით, მიზეზი ტექნიკურ სიზუსტეშია – კერძოდ, სასწორების უთანხმოებაში. როგორც ის განმარტავს, მერაბის ნომერში არსებული სასწორი, რომელსაც წონის დაკლების პროცესში აქტიურად იყენებდნენ, განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა UFC-ის ოფიციალურ სასწორთან შედარებით.
„ჩვენ ცალკე სასწორი გვაქვს – პირადად მე, იმ სასწორმა, რასაც ნომერში მერაბი იყენებს, სხვა წონა მაჩვენა, ვიდრე UFC-ის სასწორმა – 300 გრამით მეტი,“ – განაცხადა ღვინჯილიამ.
მიუხედავად ტექნიკური გაუგებრობისა, დვალიშვილის გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არ აღმოჩნდა – მერაბმა წონა წარმატებით გაიარა და ბრძოლისთვის სრული მზადყოფნა გამოიჩინა.
What's Your Reaction?






