რა მოხდება რეალურად “ნარკომანიასთან ბრძოლის” სახელით? – ზურაბ სიხარულიძე

ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე: „ნარკომანიასთან ბრძოლა“ 1. მომხმარებლებისთვის უფლებების ჩამორთმევა, მაგალითად, მუშაობის ან მართვის მოწმობის დაკარგვა; 2. სავალდებულო მკურნალობის დანერგვა; 3. კერძო სერვისების გაუქმება, სადაც პაციენტი დაცული იყო სტიგმისგან, იღებდა მაღალი ხარისხის მომსახურებას და თავად იხდიდა მკურნალობის საფასურს — სახელმწიფო კი ამაში არაფერს იხდიდა! 4. ოპიოიდების ჩანაცვლებითი თერაპიის ლეგალურ ნარკომანიად გამოცხადება და მისი წარმოჩენა როგორც ნარკომანიის […] The post რა მოხდება რეალურად “ნარკომანიასთან ბრძოლის” სახელით? – ზურაბ სიხარულიძე appeared first on .

ივნ. 27, 2025 - 20:57
 0
რა მოხდება რეალურად “ნარკომანიასთან ბრძოლის” სახელით? – ზურაბ სიხარულიძე
ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე:
„ნარკომანიასთან ბრძოლა“
1. მომხმარებლებისთვის უფლებების ჩამორთმევა, მაგალითად, მუშაობის ან მართვის მოწმობის დაკარგვა;
2. სავალდებულო მკურნალობის დანერგვა;
3. კერძო სერვისების გაუქმება, სადაც პაციენტი დაცული იყო სტიგმისგან, იღებდა მაღალი ხარისხის მომსახურებას და თავად იხდიდა მკურნალობის საფასურს — სახელმწიფო კი ამაში არაფერს იხდიდა!
4. ოპიოიდების ჩანაცვლებითი თერაპიის ლეგალურ ნარკომანიად გამოცხადება და მისი წარმოჩენა როგორც ნარკომანიის ერთ-ერთი ფორმის;
5. სახელმწიფო ჩანაცვლებითი პროგრამების ქალქგარეთ გადატანა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სტიგმას.
ახლა კი, ზოგადი ინფორმაცია:
• სახელმწიფოს მხრიდან კერძო პროგრამები იკეტება.
• ჩანაცვლებით თერაპიაზე სახელმწიფო წელიწადში ხარჯავს დაახლოებით 7 მილიონ ლარს, ასევე დამატებით მილიონ ლარზე მედიკამენტების შესაძენად.
• თუმცა ეს ყველაფერი “უფასო” არ არის — ფინანსდება გადასახადის გადამხდელების ფულით.
• სახელმწიფო აკონტროლებს ლეგალური ნარკოტიკის ბრუნვას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროგრამებში.
• სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით 21 განყოფილებაში და ემსახურება დაახლოებით 14,000 პაციენტს.
• კერძო პროგრამებში ჩართულია მხოლოდ 2,500 ადამიანი.
• კერძო პროგრამებში გამოყენებული პრეპარატია კომბინირებული ბუპრენორფინი + ნალოქსონი, რომელიც საერთაშორისო კლასიფიკაციით არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებებს, არამედ მოხვედრილია ფსიქოტროპული პრეპარატების სიაში და იყიდება აფთიაქებში რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში.
• ეს პრეპარატი ითვლება უნიკალურად, რადგან იცავს მომხმარებელს ზედოზირებისგან და გამოიყენება როგორც ევროპულ, ასევე არაევროპულ ქვეყნებში.
• დეტოქსიკაციის საფასური, რომელიც 2008 წელს დადგინდა და შეადგენდა 1600 ლარს (პლუს 400 ლარი ფსიქორეაბილიტაციისთვის), დღემდე არ შეცვლილა.
• სახელმწიფო აფინანსებს წელიწადში მხოლოდ 250 ადამიანს.
• ფსიქორეაბილიტაციის პროგრამისთვის წლიური ბიუჯეტია მხოლოდ 100,000 ლარი — დანარჩენი სერვისი კერძო სექტორზე მოდის.
მოთხოვნის შემცირება და „ნარკომანიასთან ბრძოლა“ ნამდვილად სხვადასხვა რამეა.
ახლა იხურება 11 ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა და ამით ტვირთი გადადის მთლიანად სახელმწიფოზე. თუმცა მოთხოვნები და რეგულაციები, რასაც სახელმწიფო აწესებს, იგივე ვრცელდება კერძო პროგრამებზეც — და და ამ მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ისე, როგორც ამას სახელმწიფო პროგრამები აკეთებენ.
ეს ისე, უბრალოდ რომ იცოდეთ, რა ხდება

The post რა მოხდება რეალურად “ნარკომანიასთან ბრძოლის” სახელით? – ზურაბ სიხარულიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow