რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აიკრძალა – კანონპროექტი მიიღეს
არალეგიტიმურმა პარლამენტმა რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტების აკრძალვის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას 82-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ინიცირებული ცვლილებების თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. მონიტორინგს ანტიკორუფციული […]


არალეგიტიმურმა პარლამენტმა რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტების აკრძალვის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას 82-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.
ინიცირებული ცვლილებების თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში მიმღები დაჯარიმდება ორმაგი ოდენობით.
What's Your Reaction?






