"რობოტების ფეხბურთში ხვიჩას თამაშის ხილვა ნამდვილი შვებაა" - ფანების დიდებული შეფასება კვარას

ხვიჩა კვარაცხელია უკვე არაერთი გულშემატკივრისთვის გახდა საყვარელი ფეხბურთელი

აპრ. 15, 2025 - 21:27
 0
"რობოტების ფეხბურთში ხვიჩას თამაშის ხილვა ნამდვილი შვებაა" - ფანების დიდებული შეფასება კვარას
ნაპოლიდან პარიზში გადასული ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივართა გულების მოგებას აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, გთავაზობთ ფრანგი ფანების კომენტარებს, რომლებსაც ისინი ქართველი ფეხბურთელის გარშემო წერენ:

"ხვიჩა ძველი სკოლის წარმომადგენელია. მოედნის მიღმა სულ არ ეტყობა, რომ ვარსკვლავია. ის მთელ თავის ბრწყინვალებას ფეხბურთის თამაშით ავლენს"

"რობოტების ფეხბურთში ხვიჩას, დემბელეს და დუეს ყურება ნამდვილ შვებას გგვრის"

"შემთხვევათა უმრავლესობაში ხვიჩას სტატუსის მქონე ფეხბურთელი გუნდში ახალ რანჟირებას მოითხოვდა, თუმცა მისი თავმდაბლობა ყველაფრის გასაღებია"

"ასტონ ვილას ფანტასტიკური გოლი გაუტანა და მედიას მასზე ბევრი კვლავ არაფერი არ უთქვამს. აი, ესაა ჩუმი მკვლელი, რომელიც მსხვერპლს მინდორზე ეძებს"

"ხვიჩას ნიჭის მცირე პროცენტი მაინც რომ მქონდეს, ფეხბურთს საფრანგეთის რომელიმე ქვედა დივიზიონში აუცილებლად ვითამაშებდი", - წერენ ფრანგი გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, რომ კვარას პსჟ ასტონ ვილას დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ეთამაშება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow