როგორ დავიკლოთ პასკითა და სადღესასწაულო კერძებით მომატებული კილოგრამები – დალი ჩიტალაძის რჩევები

იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს დალი ჩიტალაძე სასურველ ფორმებს, მან ნინო აზარაშვილის გადაცემაში ისაუბრა: “გურმანი ვარ და მიყვარს ყველაფრის გასინჯვა, მაგრამ ვცდილობ, დავიცვა დოზები“ – ამბობს მოდის ექსპერტი. მას შემდეგ, რაც დღესასწაული ჩაივლის, დალი ჩიტალაძე 18-საათიან დიეტას იცავს. ასევე, გაღვიძებისას იღებს სითხეს, იქნება ეს სუფთა წყალი, ჯინჯერითა და ლიმონით გაზავებული თუ მინერალური წყალი. დალი ჩიტალაძე დიასახლისებს ურჩევს, ხაჭოს პასკისა თუ სხვა ფუნთუშეულის მომზადებისას, მაქსიმალურად შეამცირონ შაქრის რაოდენობა, მის მაგივრად კი შეიძლება გამოიყენონ ქიშმიში და ცუკატები. ეს ორგანიზმს საჭმლის მონელებას ბევრად გაუადვილებს და ზედმეტი კილოგრამების თავიდან არიდებასაც გახდის შესაძლებელს.

აპრ. 26, 2025 - 13:27
 0
როგორ დავიკლოთ პასკითა და სადღესასწაულო კერძებით მომატებული კილოგრამები – დალი ჩიტალაძის რჩევები
იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს დალი ჩიტალაძე სასურველ ფორმებს, მან ნინო აზარაშვილის გადაცემაში ისაუბრა: “გურმანი ვარ და მიყვარს ყველაფრის გასინჯვა, მაგრამ ვცდილობ, დავიცვა დოზები“ – ამბობს მოდის ექსპერტი. მას შემდეგ, რაც დღესასწაული ჩაივლის, დალი ჩიტალაძე 18-საათიან დიეტას იცავს.

ასევე, გაღვიძებისას იღებს სითხეს, იქნება ეს სუფთა წყალი, ჯინჯერითა და ლიმონით გაზავებული თუ მინერალური წყალი. დალი ჩიტალაძე დიასახლისებს ურჩევს, ხაჭოს პასკისა თუ სხვა ფუნთუშეულის მომზადებისას, მაქსიმალურად შეამცირონ შაქრის რაოდენობა, მის მაგივრად კი შეიძლება გამოიყენონ ქიშმიში და ცუკატები.

ეს ორგანიზმს საჭმლის მონელებას ბევრად გაუადვილებს და ზედმეტი კილოგრამების თავიდან არიდებასაც გახდის შესაძლებელს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow