რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ კიტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია

წელს, მაისში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზე კიტრი იყო. აღნიშნული პროდუქტი გასულ თვეში 55.67%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ კიტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია. ოფიციალური სტატისტიკით, წელს, პირველ 4 თვეში, საქართველომ 8,867 ტონა კიტრი შეიძინა, რაშიც $5,9 მლნ გადაიხადა, მაშინ, როდესაც გასული წლის […]

ივნ. 8, 2025 - 14:27
 0
რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ კიტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია

წელს, მაისში ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზე კიტრი იყო. აღნიშნული პროდუქტი გასულ თვეში 55.67%-ით არის გაძვირებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ კიტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაძვირებული პროდუქტია.
ოფიციალური სტატისტიკით, წელს, პირველ 4 თვეში, საქართველომ 8,867 ტონა კიტრი შეიძინა, რაშიც $5,9 მლნ გადაიხადა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას $4,5 მლნ-ის ღირებულების 9,354 ტონა კიტრი ჰქონდა ნაყიდი.
მოცემული სტატისტიკური მონაცემით დგინდება, რომ საქართველოს კიტრის იმპორტის მოცულობა 5.2%-ით შეუმცირდა, თუმცა პარალელურად, პროდუქტი 30.3%-ით გაუძვირდა.
საქართველოსთვის წელს, კიტრის მთავარი იმპორტიორი ბაზარი თურქეთია, სადაც ქვეყანამ $5,4 მლნ-ის 7,786 ტონა კიტრი შეიძინა. აღნიშნული ბაზრის წილი მთლიან კიტრის იმპორტში 87.8%-ს შეადგენს.
2025 წლის 4 თვეში, კიტრის მთავარი იმპორტიორი TOP5 ბაზარი ასეთია:

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow