რომის ახალი პაპი ლეო XIV
რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია, რომლის საეკლესიო სახელიც ლეო XIV იქნება. ამის შესახებ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს კარდინალმა პროტოდიაკონმა განუცხადა. 69 წლის რობერტ პრევოსტი ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გახდა. ცნობისთვის 2 წლის წინ პაპმა ფრანცისკემ პრევოსტი ვატიკანის ეპისკოპოსთა დიკასტერიის (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა) პრეფექტად, მარკ უელეტის შესაცვლელად აირჩია და მას ეპისკოპოსების შემდეგი თაობის […] The post რომის ახალი პაპი ლეო XIV appeared first on .

რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია, რომლის საეკლესიო სახელიც ლეო XIV იქნება. ამის შესახებ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს კარდინალმა პროტოდიაკონმა განუცხადა.
69 წლის რობერტ პრევოსტი ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გახდა.
ცნობისთვის 2 წლის წინ პაპმა ფრანცისკემ პრევოსტი ვატიკანის ეპისკოპოსთა დიკასტერიის (საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა) პრეფექტად, მარკ უელეტის შესაცვლელად აირჩია და მას ეპისკოპოსების შემდეგი თაობის შერჩევის ამოცანა დააკისრა. ის მრავალი წლის განმავლობაში პერუში მისიონერად მუშაობდა, სანამ იქ მთავარეპისკოპოსად დაინიშნებოდა. ამასთან, პრევოსტი ლათინური ამერიკის პონტიფიკალურ კომისიას ხელმძღვანელობდა.
The post რომის ახალი პაპი ლეო XIV appeared first on .
What's Your Reaction?






