"როცა ის რეალში გადავა.." - რას ამბობს ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეზე

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ადილ რამიმ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

ივნ. 21, 2025 - 20:27
 0
"როცა ის რეალში გადავა.." - რას ამბობს ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეზე
წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ადილ რამიმ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა.

რამი ღიად ამბობს, რომ მიქაუტაძეს ევროპის ტოპ 10 კლუბიდან ნებისმიერში შეუძლია წარმატებით თამაში და ეს მხოლოდ დროის საკითხია:

ყველა ხედავთ თუ როგორი აშკარაა მისი პროგრესი ლიონში. თავისუფლად შეუძლია, რომ წამყვან კლუბებში გადავიდეს და კარგად ითამაშოს. მაგალითად, თუ ის რეალში გადავა, შემდეგ ყველაფრის განადგურებას დაიწყებს, რადგან იდეალური მეპასეები ეყოლება. გიორგი მიქაუტაძე ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და მომავალში კიდევ უფრო მეტს დაამტკიცებს.

- თქვა ადილ რამიმ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow