რუსები დნიპროს დაესხნენ თავს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და დნიპროს მერზე დაყრდნობით ავრცელებს. ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. „დაზიანდა სულ მცირე 15 სახლი. სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულების და კვების საწარმოს შენობები“, […]


რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და დნიპროს მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
„დაზიანდა სულ მცირე 15 სახლი. სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, საგანმანათლებლო დაწესებულების და კვების საწარმოს შენობები“, – აღნიშნა მერმა.
დრონებით თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი გამოეხმაურა.
„„რუსკი მირი“ მოქმედებაშია. მალე მტრის საჯარო გვერდებზე კიდევ ერთი ჭორი გამოჩნდება „ნატო-ს ოფიცრების განადგურების“ შესახებ. სინამდვილეში, ეს არის კვლავ ტერორი დნიპროში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაზიანებულია სახლები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები. დაზიანებული ავტომობილები“, – აღნიშნა ლისაკმა.
What's Your Reaction?






