“რუსებს ყველა მომგებიანი “კარტი” წაართვა ამერიკამ და უკრაინელებს ჩაუდო ხელში “როიალ ფლეში” – ზურაბ გურული
მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: როგორ მუშაობს ლოგიკა … ————————- პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარეს მოსთხოვდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. თუ უკრაინა გაჯიუტდებოდა, შეუწყვეტდა იარაღის და ინფორმაციის მიწოდებას; თუ რუსეთი, მაშინ უკრაინას მიაწვდიდა გამანადგურებელი პოტენციის მქონე იარაღს და უმნიშვნელოვანეს სადაზვერვო მონაცემებს. ომის შეწყვეტა ხელს არ აძლევდა […] The post “რუსებს ყველა მომგებიანი “კარტი” წაართვა ამერიკამ და უკრაინელებს ჩაუდო ხელში “როიალ ფლეში” – ზურაბ გურული appeared first on .

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
როგორ მუშაობს ლოგიკა …
————————-
პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად ორივე მხარეს მოსთხოვდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. თუ უკრაინა გაჯიუტდებოდა, შეუწყვეტდა იარაღის და ინფორმაციის მიწოდებას; თუ რუსეთი, მაშინ უკრაინას მიაწვდიდა გამანადგურებელი პოტენციის მქონე იარაღს და უმნიშვნელოვანეს სადაზვერვო მონაცემებს.
ომის შეწყვეტა ხელს არ აძლევდა რუსეთს, რადგან უზარმაზარი მსხვერპლის გაღების მიუხედავად არსებით წარმატებას ვერ მიაღწია და თან უკრაინა აქცია ძალიან საშიშ, მოსისხლე მტრად თავის საზღვართან, რომელიც შექმნიდა უძლიერეს არმიას, ფლოტს და ავიაციას; რაც საბოლოოდ შეაჩერებდა რუსეთის თეორიულ შანსებსაც კი ევროპაზე გავლენის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, ლოგიკურად, უნდა გაჯიუტებულიყო პუტინი. ამის გათვლა ძალიან ადვილი იყო.
პუტინთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა არა რომელიმე დახვეწილი ამერიკელი დიპლომატი ან ოფიციალური სახელმწიფო პირი, არამედ ნიუ-იორკელი მაკლერი. შესაბამისად, უკვე შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, როგორი სერიოზულობით მოახერხებდა ცინიკურ პუტინთან საუბარს პოლიტიკის, გეოგრაფიის და ისტორიის უცოდინარი, დაბნეული მოხუცი.
პუტინი მიხვდა, რომ ის მასხარად აიგდეს და გაბრაზებულმა გადაწყვიტა თავად გაემასხრებინა ამერიკის პრეზიდენტი. ამის წინასწარმეტყველებაც უაღრესად ადვილი იყო.
ამერიკელებმაც წინასწარ იცოდნენ, რომ პუტინი არ დათანხმდებოდა ზავს; შესაბამისად, წინასწარ შეიმუშავეს და ახალი ადმინისტრაციის მთავრობაში მოსვლის პირველივე დღეს წარადგინეს ე.წ. “მინერალების ხელშეკრულება”, რომლის მიზანი იყო ამერიკული დესანტის გადასხმა უკრაინაში, აბსოლუტურად ლეგიტიმური და უწყინარი ეკონომიკური გეგმის საფარველით.
ამ სვლით ტრამპმა რევოლუციური გარღვევა შეიტანა კისინჯერის მიერ ჩაბეტონებულ ამერიკულ პოლიტიკურ დოქტრინაში, რომლის მიხედვითაც ამერიკას არასოდეს არავითარი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები არ უნდა განეხორციელებინა რუსეთის “უკანა ეზოში”. რუსების აგრესიული დოქტრინა სწორედ კისინჯერის დოქტრინის ურყევობაზე იყო აგებული და ამიტომ პუტინ-ლავროვის გუნდმა დამადამბლავებელი შოკი მიიღო ამერიკელთა ახალი სტრატეგიით.
ეს გეგმა წარმოადგენს რევოლუციურ გადატრიალებას ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და წარმატების შემთხვევაში სამუდამოდ მოსპობს კისინჯერის პათოლოგიურ, ამორალურ და უბრალოდ ბოროტ პოლიტიკურ სკოლას, რომლის გამანადგურებელი გავლენა საქართველომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში იწვნია და მერე კი 2008 წელს. ასე ეძლეოდა კარტ-ბლანში რუსეთს ამერიკელების მეშვეობით.დავუბრუნდეთ მოვლენათა ლოგიკურ ჯაჭვს. “მინერალების ხელშეკრულების” შემქმნელებმა ზუსტად იცოდნენ, რომ პუტინი ვერ დაუშვებდა ამერიკელების “ეკონომიკურ” დესანტს უკრაინაში, რადგან ეს უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში კორუმპირებულ ჩინოვნიკთა კლანის განადგურების მომასწავებელი იქნებოდა. დახვეწილი, პარიტეტული ამერიკული სააუდიტორო სისტემა ხომ მკაცრად გააკონტროლებს და აღრიცხავს უკრაინულ შემოსავლებს. არადა, სწორედ ეს კორუმპირებული კლანია ფსბ-ს მთავარი დასაყრდენი უკრაინაში. ამ კლანმა გამოხრა და ახლაც ხრავს უკრაინის პოტენციურად უმდიდრეს და უმძლავრეს სახელმწიფოს.
სწორედ ამიტომ, ამერიკელებმა ბოლომდე, შეუნელებელი დაჟინებით იმუშავეს უკრაინელებთან და ხელშეკრულება შედგა.რუსებს საერთოდ ყველა მომგებიანი “კარტი” წაართვა ამერიკამ და უკრაინელებს ჩაუდო ხელში “როიალ ფლეში”. პოკერის მატჩი პრაქტიკულად მოგებულია, თუ რაიმე სრულად ალოგიკური მოულოდნელობა არ მოხდა.
ამერიკამ უკვე დაიწყო უზუსტესი, რუსებისათვის უაღრესად მოწყვლადი სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა უკრაინისათვის. შესაბამისად, მომავალ დღეებში და კვირეებში ვიხილავთ უკრაინელთა მიერ არამარტო უმნიშვნელოვანესი სამხედრო ობიექტების განადგურებას, არამედ მსხვილი რუსული დაჯგუფებების ცენტრალური საკომანდო პუნქტების დედაბუდიანად მოსპობას. ანუ, რუსული არმია დარჩება უთავოდ, უმაღლესი რანგის ოფიცრობის გარეშე.
პარალელურად, ამერიკამ უკვე დაიწყო ახალი, მძლავრი, თანამედროვე უკრაინული საჰაერო ძალების შექმნა. ხელი მოეწერა F-16- ების არა მხოლოდ პასიურ გადაცემას, არამედ მათი მომსახურებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამით ბოლო მოეღება რუსეთის ერთადერთ უმძლავრეს კონვენციურ სამხედრო კოზირს – რუსულ საჰაერო ძალებს. ეს არის ეპოქალური მნიშვნელობის სამხედრო-სტრატეგიული ცვლილება ევროპის კონტინენტზე.
არ იყო ძალიან ძნელი მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის განვითარების გათვლა, ხომ ასეა?
რატომ არის საჭირო ამ ყველაფრის სწორად გააზრება?
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ მოვლენების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოსათვის და მეორეც იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების მოაზროვნე სპექტრმა შეძლოს საკუთარი ფიასკოების ინტელექტუალური ახსნა. თუ არ იქნება ცივი, ანგარიშიანი ლოგიკური აზროვნება, არ იქნება გამარჯვება.
ჰოდა, ჯერჯერობით არც არის.
The post “რუსებს ყველა მომგებიანი “კარტი” წაართვა ამერიკამ და უკრაინელებს ჩაუდო ხელში “როიალ ფლეში” – ზურაბ გურული appeared first on .
What's Your Reaction?






