რუსეთი საქართველოში „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“ იმუშავებს – ოლისოვი
რუსეთი საქართველოში „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“ იმუშავებს – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა განაცხადა. მისი თქმით, “რუსული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა”. ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე საყოველთაო თავისუფალი წვდომის გარანტიების შექმნა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების […] The post რუსეთი საქართველოში „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“ იმუშავებს – ოლისოვი appeared first on .

რუსეთი საქართველოში „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“ იმუშავებს – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა განაცხადა.
მისი თქმით, “რუსული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა”.
ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსული ენის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა, რუსული კულტურისა და მეცნიერების მიღწევებზე საყოველთაო თავისუფალი წვდომის გარანტიების შექმნა, ენის შესწავლის, რუსულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინტერესების სექცია, მთელი მისი შემადგენლობა, გააგრძელებს მუშაობას ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით“, – განაცხადა ოლისოვმა ინტერესთა სექციაში გამართულ რუსული ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც რუსეთის ინტერესთა სექციაში გაიმართა.
რუსული ენის დღე ყოველწლიურად 6 ივნისს, პუშკინის დაბადების დღეს აღინიშნება.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელად ოლისოვი მიმდინარე კვირაში დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე დმიტრი ტროფიმოვი შეცვალა.
The post რუსეთი საქართველოში „რუსული ენის პოპულარიზაციისთვის“ იმუშავებს – ოლისოვი appeared first on .
What's Your Reaction?






