რუსეთმა „სააღდგომო ზავი" ამოწურა და უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტია
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცხადებული „სააღდგომო ზავის" ამოწურვის შემდეგ, 21 აპრილს გამთენიისას უკრაინის სხვადასხვა რეგიონში განგაში გამოცხადდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების და დრონების შესვლის გამო. უკრაინის საჰაერო ძალები და მონიტორინგის არხები პირველ ეტაპზე სულ მცირე ორი რაკეტისა და ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ იუწყებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ნიკოლაევში, ხერსონსა და ჩერკასში. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა...

What's Your Reaction?






