რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ორ ქართველს დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გოგუაძე 2022 წლის მარტში ჩავიდა უკრაინაში და შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთო. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული […]

მაი. 19, 2025 - 19:57
 0
რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ორ ქართველს დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს.
იგი დამნაშავედ ცნეს ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გოგუაძე 2022 წლის მარტში ჩავიდა უკრაინაში და შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთო.
გარდა ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული და კონტროლირებადი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილს. 25 წლის სოზიაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონს 2022 წელს შეუერთდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow