რუსეთმა ქალაქ ოდესის საცხოვრებელი უბანი დაბომბა – დაშავდა 3 ადამიანი

უკრაინაში, ქალაქ ოდესაზე რუსების დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ. “მტერმა ოდესის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საცხოვრებელი უბანი დაბომბა,” – დაწერა ქალაქის მერმა Telegram-ში.  გუბერნატორის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უტარებენ. მისივე ინფორმაციით, ოდესაზე თავდასხმამ საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები დააზიანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსეთმა […] The post რუსეთმა ქალაქ ოდესის საცხოვრებელი უბანი დაბომბა – დაშავდა 3 ადამიანი appeared first on .

აპრ. 22, 2025 - 14:57
 0
რუსეთმა ქალაქ ოდესის საცხოვრებელი უბანი დაბომბა – დაშავდა 3 ადამიანი

უკრაინაში, ქალაქ ოდესაზე რუსების დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

“მტერმა ოდესის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საცხოვრებელი უბანი დაბომბა,” – დაწერა ქალაქის მერმა Telegram-ში. 

გუბერნატორის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უტარებენ. მისივე ინფორმაციით, ოდესაზე თავდასხმამ საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები დააზიანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თავდასხმის 54 დრონი გაუშვა, რომელთაგან 38 ჩამოაგდეს, 16-მა კი სამიზნეს ვერ მიაღწია.

The post რუსეთმა ქალაქ ოდესის საცხოვრებელი უბანი დაბომბა – დაშავდა 3 ადამიანი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow