რუსტემ უმეროვი – რუსები, როგორც ჩანს, კვლავ დროს აჭიანურებენ და „დიპლომატიის სურათის“ შექმნას ცდილობენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, კვლავ დროს აჭიანურებს. „ჩვენ წინასწარ წარვადგინეთ დოკუმენტები. თუმცა, რუსეთის ფედერაციის „მემორანდუმი“ მხოლოდ შეხვედრის დროს გამოჩნდა, რამაც შექმნა წინაპირობები, რომ ამ შეხვედრას ომის დასასრულებლად საჭირო შედეგები არ გამოეწვია. როგორც ჩანს, რუსები კვლავ დროს აჭიანურებენ და ცდილობენ, რეალური ქმედებების გარეშე, აშშ-სთვის […]


უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, კვლავ დროს აჭიანურებს.
„ჩვენ წინასწარ წარვადგინეთ დოკუმენტები. თუმცა, რუსეთის ფედერაციის „მემორანდუმი“ მხოლოდ შეხვედრის დროს გამოჩნდა, რამაც შექმნა წინაპირობები, რომ ამ შეხვედრას ომის დასასრულებლად საჭირო შედეგები არ გამოეწვია. როგორც ჩანს, რუსები კვლავ დროს აჭიანურებენ და ცდილობენ, რეალური ქმედებების გარეშე, აშშ-სთვის „დიპლომატიის სურათი“ შექმნან. თუ ესეც დროის გაწელვის მცდელობაა, მაშინ მხოლოდ ერთი პასუხი უნდა არსებობდეს: უფრო მკაცრი საერთაშორისო სანქციები“, – აღნიშნა უმეროვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში ერთადერთი პროგრესი უკრაინელი ხალხის ტყვეობიდან გათავისუფლება იყო.
What's Your Reaction?






