“რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!” – მამუკა ხაზარაძე

სააგენტო "პარალელი" “რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!” – მამუკა ხაზარაძე კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” მიერ, 3 კოალიციის 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, პოზიციის კონკრეტული ბანერით დაფიქსირებას, მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება: “გახარია-ს პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა “ოცნების” ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და “ლელოს” წინააღმდეგ. მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით… ახლა […] “რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!” – მამუკა ხაზარაძე პარალელი

თებ. 7, 2025 - 04:27
 0
“რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!” – მამუკა ხაზარაძე

სააგენტო "პარალელი"
“რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარტია “გახარია საქართველოსთვის” მიერ, 3 კოალიციის 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, პოზიციის კონკრეტული ბანერით დაფიქსირებას, მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება:

გახარია-ს პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა “ოცნების” ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და “ლელოს” წინააღმდეგ.

მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით… ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს, თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მამუკა ხაზარაძე და რამდენიმე საათის შემდეგ კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს:

რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“.

“რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!” – მამუკა ხაზარაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow