საგამოძიებო კომისიის სხდომა - დავით ბაქრაძის ჩართვა
საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხზე, დღევანდელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს მოუსმინეს. დავით ბაქრაძემ კომისიის წევრების საპასუხოდ ისაუბრა თუ რა გზა გაიარა მან როგორც დიპლომატმა იმისთვის, რომ ქვეყანას ესარგებლა ვიზალიბერალიზაციით. კომისიის წევრ, გურამ მაჭარაშვილის თქმით, დავით ბაქრაძის ახსნა-განმარტება ამ საკითხზე ნათელი მაგალითია, თუ როგორ ვაჭრობდნენ ენმ და მათი პარტნიორები უცხოეთში ვიზალიბერალიზაციის საკითხით. მათივე შეფასებით იყო განცდები, რომ თუ ხელისუფლებაში იქნებოდა ენმ, მაშინ გაცილებით მარტივად მიიღებდა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას და არ ექნებოდა სირთულეები. დავით ბაქრაძემ ასევე ისაუბრა თუ როგორ ზიანდებოდა ქვეყნის ინტერესები მას შემდეგ რაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ში ჩადიოდნენ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. დავით ბაქრაძის თქმით, მას სჭირდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევა ამის შემდეგ რომ გაექარწყლებინა მათი გამოსვლების დროს გაჟღერებული დეზინფორმაციები და აღქმები. დაასახელა კონკრეტული არასამთავრობოებიც. მისი ინფორმაციით უცხოეთში თავიანთი დღის წესრიგი ჩადიოდნენ: საია, ისფედი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. თქვა, რომ უკიდურესად გართულებულ მოცემულობაში იცავდა საქართველოს ინტერესებს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხზე, დღევანდელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს მოუსმინეს. დავით ბაქრაძემ კომისიის წევრების საპასუხოდ ისაუბრა თუ რა გზა გაიარა მან როგორც დიპლომატმა იმისთვის, რომ ქვეყანას ესარგებლა ვიზალიბერალიზაციით.
კომისიის წევრ, გურამ მაჭარაშვილის თქმით, დავით ბაქრაძის ახსნა-განმარტება ამ საკითხზე ნათელი მაგალითია, თუ როგორ ვაჭრობდნენ ენმ და მათი პარტნიორები უცხოეთში ვიზალიბერალიზაციის საკითხით. მათივე შეფასებით იყო განცდები, რომ თუ ხელისუფლებაში იქნებოდა ენმ, მაშინ გაცილებით მარტივად მიიღებდა ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას და არ ექნებოდა სირთულეები.
დავით ბაქრაძემ ასევე ისაუბრა თუ როგორ ზიანდებოდა ქვეყნის ინტერესები მას შემდეგ რაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ში ჩადიოდნენ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
დავით ბაქრაძის თქმით, მას სჭირდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევა ამის შემდეგ რომ გაექარწყლებინა მათი გამოსვლების დროს გაჟღერებული დეზინფორმაციები და აღქმები.
დაასახელა კონკრეტული არასამთავრობოებიც. მისი ინფორმაციით უცხოეთში თავიანთი დღის წესრიგი ჩადიოდნენ: საია, ისფედი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. თქვა, რომ უკიდურესად გართულებულ მოცემულობაში იცავდა საქართველოს ინტერესებს.
What's Your Reaction?






