სადგურის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

რამდენიმე საათია ოჯახები ცდილობენ პირადი ნივთების გამოტანას იმ  კორპუსიდან   სადაც გუშინ სახლის პარაპეტი ჩამოინგრა.  ამის გარდა  ,  შესაბამისი სამსახურების დახმარებით  კომერციული ფართების მესაკუთრეებიც ათავისუფლებენ მაღაზიებს, რომლებიც ამავე შენობის პირველ სართულზეა.  ამ დროისთვის ყველა, 94-ვე ოჯახი ევაკუირებულია, პარალელურად კი გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. კორპუსის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი კი დაშავებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.    მომხდარზე  გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა დაწყებული.  ავარიულ შენობაში მცხოვრებთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ თუ დაგეგმილ ღონისძიებებს  შეისწავლიან სახალხო დამცველის აპარატის წევრებიც.

ივლ. 15, 2025 - 23:26
 0
სადგურის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

რამდენიმე საათია ოჯახები ცდილობენ პირადი ნივთების გამოტანას იმ  კორპუსიდან   სადაც გუშინ სახლის პარაპეტი ჩამოინგრა.  ამის გარდა  ,  შესაბამისი სამსახურების დახმარებით  კომერციული ფართების მესაკუთრეებიც ათავისუფლებენ მაღაზიებს, რომლებიც ამავე შენობის პირველ სართულზეა.  ამ დროისთვის ყველა, 94-ვე ოჯახი ევაკუირებულია, პარალელურად კი გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. კორპუსის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი კი დაშავებულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.    მომხდარზე  გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა დაწყებული.  ავარიულ შენობაში მცხოვრებთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ თუ დაგეგმილ ღონისძიებებს  შეისწავლიან სახალხო დამცველის აპარატის წევრებიც.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow