სალომე ზურაბიშვილი: კულტურას რომ ახრჩობ, სინამდვილეში ქვეყანას კლავ!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებს – სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ კულტურის დახრჩობა რეალურად ქვეყნის მოკვლის ტოლფასია. კულტურას რომ ახჩობ, სინამდვილეში ქვეყანას კლავ! სოლიდარობა დოიაშვილს! სოლიდარობა ყველას, ვინც თავისუფალ შემოქმედებას იცავს!”. – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ […]

აპრ. 16, 2025 - 23:27
 0
სალომე ზურაბიშვილი: კულტურას რომ ახრჩობ, სინამდვილეში ქვეყანას კლავ!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დავით დოიაშვილს სოლიდარობას უცხადებს – Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ კულტურის დახრჩობა რეალურად ქვეყნის მოკვლის ტოლფასია.

კულტურას რომ ახჩობ, სინამდვილეში ქვეყანას კლავ! სოლიდარობა დოიაშვილს! სოლიდარობა ყველას, ვინც თავისუფალ შემოქმედებას იცავს!”. – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

თიკა რუხაძის უწყება განცხადებაში ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში”, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, დავით დოიაშვილმა 23 იანვარს გამოაცხადა, რომ ახალი თეატრი რეგიონებში გავიდოდა და საპროტესტო მანიფესტით წარდგებოდა. თეატრი, რომლის ერთ-ერთი მსახიობია დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტების დასაწყისიდანვე გაფიცულია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow