სასიხარულო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება, – ინფორმაციას ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს. „მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 12 ივლისიდან 45 დღის მანძილზე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება. მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, … სასიხარულო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ Read More » The post სასიხარულო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ appeared first on elNews.ge.

ივლ. 11, 2025 - 00:27
 0
სასიხარულო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება, – ინფორმაციას ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 12 ივლისიდან 45 დღის მანძილზე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება. მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.

N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით“, – ნათქვამია განცხადებაში.

The post სასიხარულო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვარკეთილის მიმართულებით მგზავრობენ appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow