საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო ტატო კოტეტიშვილის ფილმმა გერმანიაში, goEast-ის კინოფესტივალზე
ტატო კოტეტიშვილის ფილმმა "წმინდა ელექტროენერგია" საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო გერმანიაში გამართულ goEast-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფესტივალის გამარჯვებულები როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში ვისბადენში დღეს, 1 მაისს გამოვლინდნენ. "წმინდა ელექტროენერგია" ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმია, რომელიც ასევე აღინიშნა ოქროს ლეოპარდით იტალიაში, ლოკარნოს კინოფესტივალზე, სადაც მისი პრემიერა გაიმართა.

What's Your Reaction?






