საქართველოდან 5 თვეში უფრო მეტი უცხოელი გააძევეს, ვიდრე 2024 წლის 12 თვეში
საქართველოდან 2025 წლის პირველ ხუთ თვეში უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე მთლიანად 2024 წელს. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს. 2024 წელს საქართველოდან 363 უცხოელი გააძევეს, მათ შორის აზერბაიჯანის 71, ირანის 54, თურქეთის 31, ინდოეთის 33, ნიგერიის 31, რუსეთის 20 მოქალაქე. 2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით კი, 394 უცხოელის გაძევებაზეა ცნობილი. კერძოდ, იანვარ-მარტის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან 219 უცხოელი გააძევეს, მათ შორის...

What's Your Reaction?






