საქართველოს ეკონომიკა პრიმიტიულად იზრდება და ეფუძნება არასტაბილურ გარე ფაქტორებს – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა პრიმიტიულად იზრდება. ეს, მათ შორის, ექსპორტის სიმწირესაც იწვევს. მათივე განმარტებით, ემიგრანტების გზავნილებსა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს იმპორტირებული საქონლის შეძენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცენტრის შეფასებით, ეკონომიკის ფუნქციონირება ეფუძნება არასტაბილურ, გარე ფაქტორებს, რომელთა ცვლილება ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს „იმის გამო, რომ ქვეყანას ექსპორტზე საკმარისი მოცულობის საქონელი ვერ გააქვს, იმპორტის ნახევარს ტურიზმიდან მიღებული […]

მაი. 24, 2025 - 18:27
 0
საქართველოს ეკონომიკა პრიმიტიულად იზრდება და ეფუძნება არასტაბილურ გარე ფაქტორებს – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა პრიმიტიულად იზრდება. ეს, მათ შორის, ექსპორტის სიმწირესაც იწვევს. მათივე განმარტებით, ემიგრანტების გზავნილებსა და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს იმპორტირებული საქონლის შეძენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ცენტრის შეფასებით, ეკონომიკის ფუნქციონირება ეფუძნება არასტაბილურ, გარე ფაქტორებს, რომელთა ცვლილება ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს
„იმის გამო, რომ ქვეყანას ექსპორტზე საკმარისი მოცულობის საქონელი ვერ გააქვს, იმპორტის ნახევარს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებითა და ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით აფინანსებს.
ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირება ამგვარ არასტაბილურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. საქართველოს ეკონომიკა პრიმიტიულად იზრდება – ეს, თავის მხრივ, ექსპორტის სიმწირეს იწვევს.
ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ექსპორტზე საკმარისი მოცულობის საქონლის გატანას, რის გამოც იმპორტის დაფინანსება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულზე.
ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ფუნქციონირება ეფუძნება არასტაბილურ, გარე ფაქტორებს, რომელთა ცვლილება ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს“, – ვკითხულობთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow