საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და ტიერ1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად საერთაშორისო სერიაში ითამაშებს

ივნ. 18, 2025 - 02:57
 0
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და ტიერ1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად საერთაშორისო სერიაში ითამაშებს.

8 აგვისტოს ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ინგლისელ თანატოლებს საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშებიან; 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებს 11:30 საათზე ერკინებიან; 16 აგვისტოს კი ირლანდიას 13:30 საათზე შეხვდებიან.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში შარშანაც იმყოფებოდნენ და მაშინაც ამ გუნდებს დაუპირისპირდნენ. ქართული რაგბის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორე წელია, წლის განმავლობაში სამ საერთაშორისო ტურნირს თამაშობს, საიდანაც ორში ტიერ1-ის ქვეყნებს ხვდებიან (+რაგბი ევროპის ჩემპიონატი) და საჭირო გამოცდილებას იძენენ.

18-წლამდელებმა აპრილში უკვე ითამაშეს ექვსი ერის ფესტივალზე და სამივე თამაში ბრძოლაში დათმეს - უელსთან 10:17, იტალიასთან 24:37 და ირლანდიასთან 21:26.

RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow