საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო დღეს დანიასთან გამარჯვება და ბოლო ტურში ნიდერლანდებთან მოგებით ქართელები მეოთხედფინალში გადიოდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა – დანიამ გაიმარჯვა და საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. დანია კერკეტი გუნდი აღმოჩნდა. სკანდინავიელებმა ყველა პერიოდი მოგვიგეს, მართალია მცირედით, თუმცა მათთვის ეს გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოოდ დანიამ 85:74 […]

ივლ. 16, 2025 - 06:27
 0
საქართველოს U20 ნაკრები დანიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. ამისთვის საჭირო იყო დღეს სთან გამარჯვება და ბოლო ტურში ნიდერლანდებთან მოგებით ქართელები მეოთხედფინალში გადიოდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა – დანიამ გაიმარჯვა და საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა.
დანია კერკეტი გუნდი აღმოჩნდა. სკანდინავიელებმა ყველა პერიოდი მოგვიგეს, მართალია მცირედით, თუმცა მათთვის ეს გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. საბოლოოდ დანიამ 85:74 იმარჯვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. საქართველო ერთადერთია ჯგუფში, პლეი ოფში რომ ვეღარ გავა. დანარჩენ 5 გუნდს ბოლო ტურში საუკეთესო 2 ადგილის დაკავების შანსი აქვს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ლომთაძე – 23 ქულა, 6 მოხსნა. 13 ქულა მოაგროვა თენგო გოგიშვილმა, ლუკა ალავიძის ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 2 წუთი ითამაშა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ოთხშაბათს, ნიდერლანდებთან გამართავს, რის შემდეგაც ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან განაგრძობს – IX-XXII ადგილებისთვის.
GBF.GE
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
დავით უსტიაშვილი: მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა
U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow