საქართველოში იმპორტირებული შაქრის 64%-ი ევროკავშირზე მოდის
საქართველოში შაქრის იმპორტი 64%-იაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 12,633.85 ათასი დოლარის ღირებულების 20,866.12 ტონა შაქარი იყიდა. 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით კი იმპორტმა 12,734.82 ტონა შეადგინა. 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის 35%-ი საფრანგეთზე მოდის. TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შაქარი იყიდა: საფრანგეთი – 7,405.00 ტონა; უკრაინა – 4,948.83 ტონა; ნიდერლანდები […]


საქართველოში შაქრის იმპორტი 64%-იაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 12,633.85 ათასი დოლარის ღირებულების 20,866.12 ტონა შაქარი იყიდა. 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებით კი იმპორტმა 12,734.82 ტონა შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში იმპორტირებული შაქრის 35%-ი საფრანგეთზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შაქარი იყიდა:
საფრანგეთი – 7,405.00 ტონა;
უკრაინა – 4,948.83 ტონა;
ნიდერლანდები – 2,286.00 ტონა;
პოლონეთი – 1,686.18 ტონა;
გერმანია – 1,417.98 ტონა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში იმპორტირებული შაქრის 64%-ი ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა. 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან სულ 13,308.43 ტონა შაქარია იმპორტირებული.
წყარო: businessinsider.ge
What's Your Reaction?






