სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიში პარლამნეტში. სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, პრევენციისა და განეიტრალების მიზნით გადადგმული ნაბიჯები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შეაჯამა. ანგარიშში მთავარი თემა, კვლავ ოკუპაციასა და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს უკავშირდებოდა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო დაკავებები, სამხედრო წვრთნები და ბორდერიზაცია ქვეყნისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. გასულ წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ 37 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში 36 პირი დააკავეს. ამასთან, სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ობიექტურად გამოიძიოს და დასაჯოს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, ვიტალი კარბაიას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის საქმეში ფიგურანტი პირები. სუსის ანგარიშში მოხვდა ასევე გასული წელს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და აქციები. ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას, სადაც მისივე განცხადებით, ჩართული იყვნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველებიდან კონკრეტული პირები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიში პარლამნეტში. სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, პრევენციისა და განეიტრალების მიზნით გადადგმული ნაბიჯები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შეაჯამა.
ანგარიშში მთავარი თემა, კვლავ ოკუპაციასა და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს უკავშირდებოდა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო დაკავებები, სამხედრო წვრთნები და ბორდერიზაცია ქვეყნისთვის კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. გასულ წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ 37 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში 36 პირი დააკავეს.
ამასთან, სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ობიექტურად გამოიძიოს და დასაჯოს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, ვიტალი კარბაიას, ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის საქმეში ფიგურანტი პირები.
სუსის ანგარიშში მოხვდა ასევე გასული წელს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და აქციები.
ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას, სადაც მისივე განცხადებით, ჩართული იყვნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველებიდან კონკრეტული პირები.
What's Your Reaction?






