სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა

მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა: “გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად. ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად […]

მარ. 23, 2025 - 19:27
 0
სვეტიცხოველში წყალი ჩავიდა

მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა:
“გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად.
ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს.”

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow