სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

დღეს, როდესაც მსოფლიო აქტიურად ცდილობს ტრადიციული ენერგიის წყაროები ჩაანაცვლოს განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებით, საქართველოც უერთდება ამ გლობალურ ტენდენციას. მზის, ქარის, ჰიდრო და ბიოენერგია ცვლის ტრადიციულ ენერგიის წყაროებს, რადგან მათი გამოყენება არა მხოლოდ ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, არამედ ხელს უწყობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. საქართველოსთვის, რომელიც გამოირჩევა მზიანი დღეების მაღალი მაჩვენებლებით და ქარის რესურსებით, განახლებადი ენერგიის […] The post სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში appeared first on .

ივნ. 24, 2025 - 14:57
 0
სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

დღეს, როდესაც მსოფლიო აქტიურად ცდილობს ტრადიციული ენერგიის წყაროები ჩაანაცვლოს განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებით, საქართველოც უერთდება ამ გლობალურ ტენდენციას.

მზის, ქარის, ჰიდრო და ბიოენერგია ცვლის ტრადიციულ ენერგიის წყაროებს, რადგან მათი გამოყენება არა მხოლოდ ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, არამედ ხელს უწყობს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას. საქართველოსთვის, რომელიც გამოირჩევა მზიანი დღეების მაღალი მაჩვენებლებით და ქარის რესურსებით, განახლებადი ენერგიის სექტორს უდიდესი პოტენციალი აქვს.

Step Energy არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს განახლებადი ენერგიის სექტორში. კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებას და მიაწოდოს ბაზარს მაღალი ხარისხის ენერგეტიკული გადაწყვეტილებები საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო ობიექტებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

თავდაპირველად, კომპანიამ მუშაობა დაიწყო მზის ენერგიის სექტორში და მომხმარებლებს სთავაზობდა მზის პანელების მონტაჟს. შემდგომ მისი საქმიანობის სფერო გაფართოვდა და დღეს ასევე ახორციელებს ელექტრო-ავტომობილების დამტენების მონტაჟს და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვას.

კომპანიის გუნდი შედგება ენერგეტიკის და საინჟინრო სფეროს მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომლებიც სრულად მართავენ პროექტის ყველა ეტაპს. როგორც EPC (ინჟინერია, შესყიდვები, მშენებლობა) კომპანია, Step Energy უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს – დაგეგმვიდან საბოლოო რეალიზაციამდე.

კომპანიას დღეისათვის დასრულებული აქვს 300-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების პროექტი, რომელთა შორისაა საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და კომერციული დანიშნულების მზის ელექტროსადგურების მონტაჟი თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კომპანიის მიზანია მზის ენერგია ხელმისაწვდომი გახადოს როგორც ინდივიდუალური ოჯახებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.

2023 წელს Step Energy გახდა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლის, Sungrow-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი და სერვისის მიმწოდებელი საქართველოში. ეს თანამშრომლობა აძლევს კომპანიას შესაძლებლობას შესთავაზოს ქართულ ბაზარს უახლესი ტექნოლოგიები და საუკეთესო გადაწყვეტილებები განახლებადი ენერგიის სფეროში.

მწვანე ენერგიაზე გადასვლა არა მხოლოდ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს, არამედ გლობალური მასშტაბით მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯსაც წარმოადგენს.

ამიტომ კომპანია მუდმივად ვითარდება, რათა მიაწოდოს მომხმარებელს განახლებადი ენერგიის სფეროს საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური ტექნოლოგიები. ის ახორციელებს როგორც მცირე, ისე მასშტაბურ პროექტებს, რათა მზის ენერგია გახადოს ხელმისაწვდომი როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის საქართველოში.

(R)

The post სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow