სილქ ბანკის სპეციალური შეთავაზება: ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი სადეპოზიტო სერტიფიკატზე

სილქ ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ფინანსურად მომგებიანი პროდუქტების შეთავაზებას. მიმდინარე აქციის ფარგლებში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ სადეპოზიტო სერტიფიკატი ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით — ეფექტურ 14.37%-მდე ლარში. მიმდინარე შეთავაზება მოქმედებს 1-ელი დეკემბრის ჩათვლით. სილქ ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი, თავისი არსით, არის უსაფრთხო და სტაბილური საინვესტიციო პროდუქტი. მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი იღებს ფიქსირებულად […]

ნოე. 18, 2025 - 18:57
 0
სილქ ბანკის სპეციალური შეთავაზება: ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი სადეპოზიტო სერტიფიკატზე

სილქ ბანკი აგრძელებს მომხმარებლებისთვის ფინანსურად მომგებიანი პროდუქტების შეთავაზებას.
მიმდინარე აქციის ფარგლებში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ სადეპოზიტო სერტიფიკატი ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით — ეფექტურ 14.37%-მდე ლარში. მიმდინარე შეთავაზება მოქმედებს 1-ელი დეკემბრის ჩათვლით.
სილქ ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი, თავისი არსით, არის უსაფრთხო და სტაბილური საინვესტიციო პროდუქტი. მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი იღებს ფიქსირებულად გარანტირებულ სარგებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ დეპოზიტარისთვის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო შემოსავალი — პროგნოზირებადი.
ეს პროდუქტი იდეალური გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც, პირველ რიგში, აფასებს ფინანსურ სტაბილურობას, რადგან სადეპოზიტო სერტიფიკატი დაზღვეულია, რაც მომხმარებლის დეპოზიტის სრულ უსაფრთხოებას განაპირობებს.
გარდა მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, სილქ ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელები სარგებლობენ დამატებითი მოქნილობითაც: მათ აქვთ სერტიფიკატის გადაცემის ან გაყიდვის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ლიკვიდურობის თვალსაზრისით.
პროდუქტის შეძენა მაქსიმალურად გამარტივებულია. დეპოზიტის გახსნა შესაძლებელია პირდაპირ Silk მობაილბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად. ხოლო თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება ან პირადი კონსულტაცია გსურთ, დარეკეთ ნომერზე 032 2242 242 ან ეწვიეთ სილქ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow