სიმღერები, რომლებიც ზაფხულის განუყრელი ნაწილია – ფიქრია მეგრელაძის ორი ახალი კლიპის პრეზენტაცია კინოს სახლში

ქართველი მომღერლის, ფიქრია მეგრელაძის, ახალი მუსიკალური კლიპის პრეზენტაცია განსაკუთრებულად დახვეწილ გარემოში „კინოს სახლში“ გაიმართა და ქართული შოუ-ბიზნესის არაერთი წარმომადგენლის ყურადღება მიიქცია. ღონისძიება მუსიკალურ და ვიზუალურ The post სიმღერები, რომლებიც ზაფხულის განუყრელი ნაწილია – ფიქრია მეგრელაძის ორი ახალი კლიპის პრეზენტაცია კინოს სახლში appeared first on Fashiontime.

ივნ. 18, 2025 - 14:57
 0
სიმღერები, რომლებიც ზაფხულის განუყრელი ნაწილია – ფიქრია მეგრელაძის ორი ახალი კლიპის პრეზენტაცია კინოს სახლში

ქართველი მომღერლის, ფიქრია მეგრელაძის, ახალი მუსიკალური კლიპის პრეზენტაცია განსაკუთრებულად დახვეწილ გარემოში „კინოს სახლში“ გაიმართა და ქართული შოუ-ბიზნესის არაერთი წარმომადგენლის ყურადღება მიიქცია.

ღონისძიება მუსიკალურ და ვიზუალურ მხარეზე მაღალი ხარისხით შესრულებული პროექტის წარდგენას მიეძღვნა.

ორი ახალი სიმღერა და კლიპი, რომლის სახელწოდებაა „სიყვარულის მჯერა“ და „გული გადამრჩენია“, თანამედროვე სტილშია გადაღებული და მის შინაარსში თავმოყრილია როგორც ფიქრია მეგრელაძისთვის დამახასიათებელი ემოციურობა, ასევე ინოვაციური ვიზუალური გადაწყვეტები.

ვიდეოს რეჟისორი კაკი ბოლქვაძეა, ხოლო გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა.

ღონისძიებას მუსიკოსები, მსახიობები, ტელესახეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფიქრია მეგრელაძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს კლიპები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ეს დღეს ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ამ ორმა არაჩვეულებრივმა კლიპმა დღის სინათლე იხილა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კინოს სახლს და ბატონ გოგი თირაძეს, რომელიც ძალიან გვერდში დამიდგა.

ასევე, დიდი მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რადგან მართლა ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ ყველაფერში. მადლობა კაკი ბოლქვაძეს, ასევე ოპერატორს ბესო კვარაცხელიას.

ერთი არის სოლო სიმღერა, ხოლო მეორე დუეტი თემურ თათარაშვილთან და ეს ჩემი ოცნება იყო, რომ მასთან ერთად მემღერა, რადგან ბავშვობიდან მიყვარდა მისი შემოქმედება, ის ასევე იყო დედაჩემის მეგობარი, დედა რომ გარდამეცვალა ჩვენ გავაგრძელეთ ურთიერთობა და მეგობრობა.  

ამ სიმღერებში ჩავაქსოვე ჩემი შინაგანი გრძნობები, იმედები და ოცნებები. მიხარია, რომ ამ ემოციას მაყურებელი კლიპის საშუალებითაც შეძლებს გაიზიაროს“, – აღნიშნა მომღერალმა.

ღონისძიება სითბოთი, მუსიკითა და არაოფიციალური საუბრებით გაგრძელდა. პრეზენტაციის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კლიპი პირველად დიდ ეკრანზე ეყურებინათ და თავად შეეფასებინათ შემოქმედებითი ჯგუფის შრომა.

ახალი კლიპები უკვე ხელმისაწვდომია YouTube-სა და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე.

მსმენელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ფიქრია მეგრელაძემ კიდევ ერთხელ შეძლო თავის განსაკუთრებულ სტილსა და ხმის ტემბრში სიღრმისეული მესიჯის გადმოცემა.

ცნობისთვის:

პირველი სიმღერა-დუეტი თემურ თათარაშვილთან – „სიყვარულის მჯერა“

მუსიკის ავტორი – კაკი ბოლქვაძე

ტექსტის ავტორი – შორენა ტაბატაძე

არანჟირება – ცირა ბზიშვილი

ბექ-ვოკალი – კაკი ბოლქვაძე

კლიპის რეჟისორი – კაკი ბოლქვაძე

ოპერატორი – ბესო კვარაცხელია

მეორე სიმღერა„გული გადამრჩენია

მუსიკის ავტორი – კაკი ბოლქვაძე

ტექსტის ავტორი – თამარ უჯმაჯურიძე

არანჟირება – გია მაჭარაშვილი

საუნდი – თემურ ნიკოლაიშვილი

ბექ-ვოკალი – კაკი ბოლქვაძე

The post სიმღერები, რომლებიც ზაფხულის განუყრელი ნაწილია – ფიქრია მეგრელაძის ორი ახალი კლიპის პრეზენტაცია კინოს სახლში appeared first on Fashiontime.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow