სინდისის პატიმრების პროცესი – მოწმემ იმ ადამიანის ამოცნობა ვერ მოახერხა, “ვინც მას აქციაზე ქვა ესროლა“
სინდისის პატიმრების პროცესი – სასამართლოში მიყვანილი კიდევ ერთი მოწმე ვერ ახერხებს ბრალდებულების ამოცნობას და ვერ ასახელებს იმ ადამიანს, ვინც მას აქციაზე “ქვა ესროლა”, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, საბა ნაბახტეველი, გამოძიების მტკიცებით, 28 ნოემბერს აქციაზე დაზიანდა და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანა. ნაბახტეველი 1 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას სასამართლოს, თუმცა, […] The post სინდისის პატიმრების პროცესი – მოწმემ იმ ადამიანის ამოცნობა ვერ მოახერხა, “ვინც მას აქციაზე ქვა ესროლა“ appeared first on .

სინდისის პატიმრების პროცესი – სასამართლოში მიყვანილი კიდევ ერთი მოწმე ვერ ახერხებს ბრალდებულების ამოცნობას და ვერ ასახელებს იმ ადამიანს, ვინც მას აქციაზე “ქვა ესროლა”, როგორც ამას ბრალდების მხარე ამტკიცებს.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, საბა ნაბახტეველი, გამოძიების მტკიცებით, 28 ნოემბერს აქციაზე დაზიანდა და სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანა.
ნაბახტეველი 1 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას სასამართლოს, თუმცა, ვერცერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ თქვა, რომ რაიმე სახის პრეტენზია აქვს.
მე გამაჩნია პრეტენზია იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მომაყენა ზიანი და დამაზარალა, მესროლა ქვა. ბრალდებულებს არ ვიცნობ”,- თქვა ნაბახტეველმა პროცესზე.
მოგვიანებით, პოლიციელმა სხდომათა დარბაზი ისე დატოვა, რომ მასთან კითხვების დასმის შესაძლებლობა ბრალდებულებსა და ადვოკატების ნაწილს არ მიეცათ. ამის გამო, ადოკატები მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის აცილებას ითხოვდნენ. თუმცა, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა გალუსტაშვილმა და განმარტა, რომ ის ბრალდებულებს არანაირი ფორმით არ ზღუდავს, დღევანდელი სხდომის დრო კი წინასწარ იყო განსაზღვრული.
სიტყვით ისარგებლა სინდისის პატიმარმა, რევაზ კიკნაძემ. მისი განცხადებით, მოწმე პოლიციელთან კითხვები მასაც ჰქონდა, თუმცა, ამის საშუალება მას არ მიეცა.
ჩვენ სწრაფი მართლმსაჯულება არ გვინდა, ჩვენ სამართლიანი მართლმსაჯულება გვინდა. მოწმე ისეთ რაღაცებს ამბობს, კითხვები გვიჩნდება და პასუხებიც გვინდა ხოლმე. თუ სწრაფად გინდათ დასრულება პროცესების, ერთნაირ მოწმეებს ნუ მოიყვანთ. ისეთი მოწმეები მოგყავთ, რომელიც ჩვენ არ გვეხება და ისეთი მოწმეები მოიყვანეთ, ვისაც ჩვენთან გადაკვეთა ექნება. სიეთი მოწმეები შეამცირეთ, რომლის აქ ყოფნასაც აზრი არ აქვს”, – განაცხადა კიკნაძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ 2 მოწმე დაიკითხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.(ტვპირველი)
The post სინდისის პატიმრების პროცესი – მოწმემ იმ ადამიანის ამოცნობა ვერ მოახერხა, “ვინც მას აქციაზე ქვა ესროლა“ appeared first on .
What's Your Reaction?






