სოლიდარობა დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” – “სამეფო უბნის თეატრი”

“სამეფო უბნის თეატრი” დავით დოიაშვილსა და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” სოლიდარობას უცხადებს და წერს: “სოლიდარობა დავით დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას!  დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე.  დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და […] The post სოლიდარობა დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” – “სამეფო უბნის თეატრი” appeared first on .

აპრ. 16, 2025 - 21:57
 0
სოლიდარობა დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” – “სამეფო უბნის თეატრი”

“სამეფო უბნის თეატრი” დავით დოიაშვილსა და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” სოლიდარობას უცხადებს და წერს:

“სოლიდარობა დავით დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის” მამაც დასს, ყველა მათ, ვინც სიმართლისა და ხალხის მხარეს დგას! 

დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის გამოუსწორებელი დარტყმა ქართული თეატრის პროცესზე. 

დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის ფარგლებში “ახალი თეატრი” ყველაზე წარმატებული სახელმწიფო თეატრი გახდა და მისი გათავისუფლება არის თავდასხმა, როგორც წარმატებულ თეატრალურ პროცესზე, ისე თავდასხმა გამოხატვისა და შემოქმედებით თავისუფლებაზე. 

ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა “ახალი თეატრის” თითოეულ წევრს და ყველა მამაც ხელოვანს საქართველოში, ვინც იბრძვის გამოხატვის თავისუფლებისთვისა და სამართლიანობისთვის ჩვენს ქვეყანაში.

მუდამ თქვენს საიმედო მეგობრად, “სამეფო უბნის თეატრი”

ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

The post სოლიდარობა დოიაშვილს და “ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრს” – “სამეფო უბნის თეატრი” appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow