სომხეთი უკმაყოფილოა საქართველოში სომხური ტვირთის გატარების ტემპით
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორქ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხეთის შესაბამისი ორგანოები მუდმივ კონტაქტში არიან იმ მეწარმეებთან, რომლებიც საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის პროცესში პრობლემებს აწყდებიან. „არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პაპოიანმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განაცხადა. სომხური კონიაკის მწარმოებლები რეგულარულად ატარებენ საპროტესტო აქციებს იმ დაბრკოლებების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის სომხური საქონლის საქართველოს ტერიტორიის გავლით ექსპორტს. მათი თქმით, „ზემო […]


სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორქ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხეთის შესაბამისი ორგანოები მუდმივ კონტაქტში არიან იმ მეწარმეებთან, რომლებიც საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის პროცესში პრობლემებს აწყდებიან.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პაპოიანმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.
სომხური კონიაკის მწარმოებლები რეგულარულად ატარებენ საპროტესტო აქციებს იმ დაბრკოლებების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის სომხური საქონლის საქართველოს ტერიტორიის გავლით ექსპორტს. მათი თქმით, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებში გასატანი კონიაკი ექვემდებარება სპონტანურ ლაბორატორიულ შემოწმებებს, რაც იწვევს სერიოზულ დაგვიანებებსა და ფინანსურ დანაკარგებს.
„ამ ეტაპზე გვაქვს ონლაინ ფორმატი, რომლის მეშვეობითაც ვაკვირდებით, რამდენი მანქანა გადავიდა საქართველოდან რუსეთში, რამდენია ამჟამად ლარსში გაჩერებული, რამდენმა მიიღო დადებითი პასუხი, მაგრამ ჯერ ლარსში არ მისულა, რამდენია გიზის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ყველა მეწარმესთან მუდმივ კავშირში ვართ, ვიცით მათი პრობლემები და ვცდილობთ მოვაგვაროთ ისინი“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მიიღო წერილი ქართველი პარტნიორებისგან, რომ დღის განმავლობაში მას ამ საკითხზე დაუკავშირდებიან, რადგან სომხური მხარე კვლავაც აფიქსირებს გარკვეულ შეფერხებებს პროცესში.
„იყო პერიოდი, როცა საერთოდ არცერთი მანქანა არ მიდიოდა, შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში იყო ტემპი, რომელიც გვაკმაყოფილებდა, ახლა კი გვაქვს ძალიან ნელი ტემპი დღეში რამდენიმე მანქანა, რაც კვლავ პრობლემატურია ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა მხარემ შეასრულა ყველა შეთანხმება, რაც გვქონდა ქართულ ხელისუფლებასთან. ველოდებით, რომ ჩვენი ქართველი პარტნიორებიც შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“, – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.
What's Your Reaction?






