სხვა არაფერი ადარდებს - რაშფორდს ბარსელონაში თამაში სურს
ინგლისელი შემტევი ფლიკის ბარსათი მონუსხულია

Mundo Deportivo წერს, რომ მარკუსი ხელფასის შემცირებაზეც არის თანახმა, მთავარი უბრალოდ ტრანსფერია.
სხვათა შორის, რაშფორდით ბარსელონა თვეების წინ ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა და მარკუსმა ასტონ ვილას მიაშურა.
მიუხედავად ამისა, რაშფორდი სეზონის დასრულების შემდეგ იუნაიტედში დაბრუნდება, რომელსაც ამ მომენტისთვის ფეხბურთელი სწორედ ბარსელონას ამჯობინებს.
What's Your Reaction?






