ტატა ხვედელიანი – დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი

დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი , – ამის შესახებ “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს. ის იმედოვნებს, რომ მოისმენს “ლელოს” პოზიციას, იზიარებს თუ არა იგი მიხეილ კაკაურიძის ნაბიჯს და წარმოადგენს თუ არა ის დღეს პარტიის […]

მაი. 24, 2025 - 02:27
 0
ტატა ხვედელიანი – დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი

დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ს ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი , – ამის შესახებ “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი სოციალურ ქსელში წერს.
ის იმედოვნებს, რომ მოისმენს “ლელოს” პოზიციას, იზიარებს თუ არა იგი მიხეილ კაკაურიძის ნაბიჯს და წარმოადგენს თუ არა ის დღეს პარტიის პოზიციას.
“დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა. ნაცვლად 26 დეპუტატისა, სხდომაზე მხოლოდ 25 გამოცხადდა და ამ დროს, მაშველ რგოლად “ოცნებას” მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ხოლო დღეს „ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი.
იქ სადაც პროტესტი ყველაზე მწვავე იყო ამ თვეების განმავლობაში, იქ სადაც გვყავს 53 პოლიტპატიმარი და 400-ზე მეტი მოქალაქე “ოცნების” ძალადობრივი მოქმედებების მსხვერპლი გახდა – დეპუტატ კაკაურიძის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა იყო.
საზოგადოებას ამ დრომდე არ მოუსმენია პარტია „ლელოს“, საჯარო პოზიცია – იზიარებს თუ არა იგი მიხეილ კაკაურიძის ნაბიჯს და წარმოადგენს თუ არა ის დღეს პარტიის პოზიციას. იმედია, მალე მოვისმენთ.
ვიმედოვნებ, არც მედია დატოვებს ამ საკითხს გაშუქების გარეშე. ჯერ ეს ნიუსი არსად შემხვედრია”, – წერს ტატა ხვედელიანი.
ზურაბ აბ­აშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბ­აშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.
დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow