"ტვ პირველის" ჟურნალისტები მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა "ტვ პირველის" ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი. მოსამართლემ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაასრულებინა, უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება, ისაუბრონ. მან ჯერ შენიშვნა მისცა ჟურნალისტებს, შემდეგ კი...

What's Your Reaction?






