ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს – ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა

„სალერნიტანასა“ და „სამპდორიას“ სერია B-ში დარჩენისათვის პლეი-აუტის საპასუხო მატჩი გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობის გამო შეწყდა. გენუაში პირველი შეხვედრა სალერნოელებმა 0:2 წააგეს, სახლშიც 0:2 მარცხდებოდნენ, ტიფოზებმა მოედანზე პეტარდების და სკამების სროლა დაიწყეს, მსაჯმა თამაში გააჩერა და ნახევარი საათის შემდეგ გააგრძელა, მაგრამ იგივე განმეორდა, საქმეში პოლიცია ჩაერია და მატჩი საბოლოოდ შეწყდა. „სალერნიტანას“ ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა და სერია […]

ივნ. 23, 2025 - 07:57
 0
ტიფოზებმა საგიჟეთი მოაწყვეს – ლოჩოშვილის გუნდი სერია C-ში გავარდა

„სალერნიტანასა“ და „სამპდორიას“ სერია B-ში დარჩენისათვის პლეი-აუტის საპასუხო მატჩი გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობის გამო შეწყდა.
გენუაში პირველი შეხვედრა სალერნოელებმა 0:2 წააგეს, სახლშიც 0:2 მარცხდებოდნენ, ტიფოზებმა მოედანზე პეტარდების და სკამების სროლა დაიწყეს, მსაჯმა თამაში გააჩერა და ნახევარი საათის შემდეგ გააგრძელა, მაგრამ იგივე განმეორდა, საქმეში პოლიცია ჩაერია და მატჩი საბოლოოდ შეწყდა. „სალერნიტანას“ ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა და სერია C-ში გავარდა.
მასპინძელთა რიგებში ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც სერია A-ში დაბრუნებული „კრემონეზეს“ საკუთრებაშია, თუმცა უცნობია დაუბრუნდება თუ არა კრემონულ გუნდს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow