ტრამპი: 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 საათში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმების პირობებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას საუდის არაბეთთან აბრაამის შეთანხმების შესახებ საუბარი ჰქონდა, რომელიც ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებას გულისხმობს. თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისრაელმა „ჰამასთან“ 60-დღიანი ცეცხლის […] The post ტრამპი: 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას appeared first on .

ივლ. 4, 2025 - 12:57
 0
ტრამპი: 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 საათში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმების პირობებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას საუდის არაბეთთან აბრაამის შეთანხმების შესახებ საუბარი ჰქონდა, რომელიც ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებას გულისხმობს.

თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისრაელმა „ჰამასთან“ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები მიიღო.

„ჰამასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფება ცდილობს მიიღოს გარანტიები, რომ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი გარიგება ღაზის სექტორში ომს დაასრულებს.

The post ტრამპი: 24 საათში გახდება ცნობილი, დათანხმდება თუ არა „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow