ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. სურათზე გამოსახულია ტრამპი, რომელიც რომის პაპის სკამზე ზის, შემოსილია პაპის სამოსით და თავსაბურავით, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი ზემოთ აქვს მიმართული. პოსტი იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც მთელ მსოფლიოში კათოლიკეები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ და შემდეგი პაპის არჩევნებისთვის […]

მაი. 4, 2025 - 13:57
 0
ტრამპს რომის პაპის ამპლუაში გამოქვეყნებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ს მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა ს ამპლუაში. სურათზე გამოსახულია ტრამპი, რომელიც რომის პაპის სკამზე ზის, შემოსილია პაპის სამოსით და თავსაბურავით, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი ზემოთ აქვს მიმართული.
პოსტი იმ დროს გამოქვეყნდა, როდესაც მთელ მსოფლიოში კათოლიკეები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ და შემდეგი პაპის სთვის ემზადებიან.
მანამდე ტრამპმა ამ საკითხზე ხუმრობით თქვა, რომ მას „თავად სურს, იყოს პაპი“.
ტრამპის ამ სურათს ნიუ იორკის კათოლიკური კონფერენცია გამოეხმაურა, რომელშიც ამ შტატის ეპისკოპოსები შედიან.
„ამ ფოტოში სასაცილო არაფერია, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ ახლახან დავკრძალეთ ჩვენი საყვარელი პაპი ფრანცისკე და კარდინალები მალე დაიწყებენ საზეიმო კონკლავს წმინდა პეტრეს ახალი მემკვიდრის ასარჩევად. ჩვენი დაცინვა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ტრამპის პოსტი იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მატეო რენციმაც გააკრიტიკა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow