ტურინის იუვენტუსი ნაპოლიდან ოსიმენის დამატებას გეგმავს

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი ნაპოლისთან ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

ივლ. 2, 2025 - 18:57
 0
ტურინის იუვენტუსი ნაპოლიდან ოსიმენის დამატებას გეგმავს
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი ნაპოლისთან ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს.

როგორც ცნობილია, ოსიმენმა იჯარით წინა სეზონი თურქულ გალათასარაიში გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა, ნიგერიელ ფორვარდს ნაპოლიში დაბრუნება არ სურს.

სწორედ ამით სარგებლობას აპირებს იუვენტუსი, რომელსაც ჯონათან დევიდის დამატებასთან ერთად ვიქტორ ოსიმენის შეძენაც აქვს გადაწყვეტილი.

Transfermarkt-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ნიგერიელი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow