უდიდესი აღიარება - მერაბ დვალიშვილის მორიგი მიღწევა
მსოფლიო სპორტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მედიასაშუალებამ — ESPN-მა — 2025 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა...

გამოკითხვაში, რომელიც მაყურებელთა ხმების საფუძველზე ჩატარდა, დვალიშვილმა ხმების 46.2% მოიპოვა — ზუსტად იმდენივე, რამდენიც მისმა თანამემამულემ, ილია თოფურიამ. თუმცა ESPN-ის ექსპერტთა ჯგუფმა უპირატესობა დვალიშვილს მიანიჭა, რაც მის მიერ წელს ჩატარებულ ორთაბრძოლებს და ორ წარმატებით დაცულ ჩემპიონის ქამარს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ მერაბმა 2025 წელს უკვე ორი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა — ჯერ დაამარცხა უმარ ნურმაგომედოვი, ხოლო შემდეგ UFC-ის ვარსკვლავი შონ ო'მალი. ორივე შეხვედრაში დვალიშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და თავისი სტილით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სტაბილური მებრძოლია ორგანიზაციაში.
What's Your Reaction?






