უზბეკეთისა და რეგიონის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე - შალვა პაპუაშვილი

ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ვაგრძელებთ ორმხრივ შეხვედრებს, მასპინძელ ქვეყანასა და რეგიონის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში ქართველ ჟურნალისტებს განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პირველი ამოცანა არის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება. „დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აგრძელებს საპარლამენტთაშორისი კავშირის კონფერენციაში მონაწილეობას. გვქონდა ასამბლეის ფარგლებში უზბეკეთის პრეზიდენტის მიმართვა და ასევე შესაძლებლობა, რომ კოლეგებთან გვქონოდა საუბარი. ვაგრძელებთ ორმხრივ შეხვედრებს. ორმხრივი შეხვედრები გვექნება დღესაც და ხვალაც, როგორც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან, ისე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, ვისთან გვაქვს შეხვედრა, ჩვენი სასაუბრო შეხვედრები სხვადასხვა არის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათი პარლამენტის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს იმ ხედვებზე, რომელიც გვაქვს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით და იმ სირთულეებზე, რომელიც წარმოიშვა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ევროპელი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ჯგუფის აქტივობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად ესმით ის გამოცდილება, რაც საქართველოს ამ მხრივ აქვს. რაც შეეხება მასპინძელ ქვეყანას და რეგიონის წარმომადგენლებს, აქ საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე. დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი, ასე რომ, ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის, რომ საქართველოს როლი, როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და როგორც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი ტვირთების ბრუნვისა, უნდა დამკვიდრდეს და ამ მხრივ, ჩვენ ასეთი სახის შეხვედრებსაც ვიყენებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ტაშკენტში იმყოფება. უზბეკეთის დედაქალაქში საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც 130 ქვეყანა და 2 000-მდე დელეგატი მონაწილეობს.  საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

აპრ. 7, 2025 - 14:57
 0
უზბეკეთისა და რეგიონის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე - შალვა პაპუაშვილი

ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ვაგრძელებთ ორმხრივ შეხვედრებს, მასპინძელ ქვეყანასა და რეგიონის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში ქართველ ჟურნალისტებს განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პირველი ამოცანა არის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.

„დღეს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აგრძელებს საპარლამენტთაშორისი კავშირის კონფერენციაში მონაწილეობას. გვქონდა ასამბლეის ფარგლებში უზბეკეთის პრეზიდენტის მიმართვა და ასევე შესაძლებლობა, რომ კოლეგებთან გვქონოდა საუბარი. ვაგრძელებთ ორმხრივ შეხვედრებს. ორმხრივი შეხვედრები გვექნება დღესაც და ხვალაც, როგორც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან, ისე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, ვისთან გვაქვს შეხვედრა, ჩვენი სასაუბრო შეხვედრები სხვადასხვა არის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათი პარლამენტის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს იმ ხედვებზე, რომელიც გვაქვს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით და იმ სირთულეებზე, რომელიც წარმოიშვა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ევროპელი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ჯგუფის აქტივობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორად ესმით ის გამოცდილება, რაც საქართველოს ამ მხრივ აქვს.

რაც შეეხება მასპინძელ ქვეყანას და რეგიონის წარმომადგენლებს, აქ საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე. დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი, ასე რომ, ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის, რომ საქართველოს როლი, როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და როგორც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი ტვირთების ბრუნვისა, უნდა დამკვიდრდეს და ამ მხრივ, ჩვენ ასეთი სახის შეხვედრებსაც ვიყენებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ტაშკენტში იმყოფება. უზბეკეთის დედაქალაქში საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც 130 ქვეყანა და 2 000-მდე დელეგატი მონაწილეობს.  საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow