უკრაინა ახსნა-განმარტებას ითხოვს Fox News-გან წარწერის – „კიევი, რუსეთი“-ს გამო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკულ საინფორმაციო არხ Fox News-ს ახსნა-განმარტებას სთხოვს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სააღდგომო მსახურების ტრანსლაციის დროს კიევი რუსეთის ქალაქად იყო მონიშნული. “თუ ეს შეცდომა იყო და არა შეგნებული პოლიტიკური განცხადება, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადონ და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა,” – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიჰიმ. Fox News-ის […]


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკულ საინფორმაციო არხ Fox News-ს ახსნა-განმარტებას სთხოვს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სააღდგომო მსახურების ტრანსლაციის დროს კიევი რუსეთის ქალაქად იყო მონიშნული.
“თუ ეს შეცდომა იყო და არა შეგნებული პოლიტიკური განცხადება, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადონ და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა,” – დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიჰიმ.
Fox News-ის უცნაურ “შეცდომაზე” სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ცნობილმა ბელორუსმა ბლოგერმა, მაქსიმ მიროვიჩმა:
“ტელეკომპანია Fox News-მა, გარდა იმისა, რომ კიევი “რუსულ ქალაქად” მოიხსენია, 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში აჩვენებდა პუტინთან ერთად ჩატარებულ ღვთისმსახურებას, თითქოს რუსული არხი “Спас”-ი იყოს.
კიდევ ერთხელ – ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა არხმა აჩვენა არა სრულად განადგურებული ბახმუტი, არა ბომბები უკრაინის ქალაქებში, არა მარიუპოლის ნანგრევები – არამედ პუტინი.
ამერიკა, რა გჭირს?”
СПАС — რუსეთის ფედერალური მართლმადიდებლური ტელეარხი, „ყველაზე დიდი მისიონერული პროექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა“.) იყოს.
Fox News-ი 20 აპრილს, გამთენიისას, გადასცემდა რეპორტაჟებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე სააღდგომო მსახურებებიდან. თავდაპირველად კიევის კადრებს სწორი ტიტრები ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ წარწერა შეიცვალა “კიევი, რუსეთი”-თ.
წელს აღდგომა ერთ დღეს (20 აპრილი) იზეიმეს როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური წესის ქრისტიანებმა. ჩვეულებრივ, აღდგომა ერთ დღეს აქვთ კათოლიკეებისა და პროტესტანტების უმრავლესობას, ხოლო მართლმადიდებლების ნაწილს სხვა დროს.
ფორუმი
What's Your Reaction?






