უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით, ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის ძალებმა, კერძოდ, ქვედანაყოფმა „არტანმა“ და მესამე სადესანტო ბრიგადის მე-2 სადესანტო ბატალიონმა განახორციელეს -ოკუპანტები განდევნეს და ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი აღადგინეს. „მტერმა პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით ასეული დაკარგა და იძულებული […]

აგვ. 25, 2025 - 08:27
 0
უკრაინელებმა დონეცკის ოლქში ნოვომიხაილოვკა გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით, ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი დაიბრუნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის ძალებმა, კერძოდ, ქვედანაყოფმა „არტანმა“ და მესამე სადესანტო ბრიგადის მე-2 სადესანტო ბატალიონმა განახორციელეს -ოკუპანტები განდევნეს და ნოვომიხაილოვკაზე კონტროლი აღადგინეს.
„მტერმა პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით ასეული დაკარგა და იძულებული გახდა, რეზერვები ფრონტის სხვა ნაწილებიდან გადაეყვანა“, – განაცხადეს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.
ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფლები : ზელენი გაი, იხაილოვკა და ვლადიმიროვკა გაათავისუფლეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow