უკრაინის მმართველმა ფრაქციამ დეპუტატს კორუფციის საქმის გამო წევრობა შეუჩერა

უკრაინის მმართველმა ფრაქციამ, ხალხის მსახურმა სახალხო დეპუტატს, ალექსეი კუზნეცოვს კორუფციასთან დაკავშირებული მიმდინარე საქმის გამო წევრობა შეუჩერა, პარტიამ კი თავისი ლუგანსკის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და ამჟამად მის გარიცხვას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქციის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია და პარტიის Telegram-არხი ავრცელებს. “გამოძიების განმავლობაში სახალხო დეპუტატის, ალექსეი კუზნეცოვის წევრობა ფრაქციაში შეჩერებული იქნება. ველოდებით ამ საქმის სასამართლო განხილვას შესაბამის ვადებში. კორუფციულ დანაშაულებში დამნაშავეებმა სამართლიანი […]

აგვ. 3, 2025 - 04:57
 0
უკრაინის მმართველმა ფრაქციამ დეპუტატს კორუფციის საქმის გამო წევრობა შეუჩერა

უკრაინის მმართველმა ფრაქციამ, ხალხის მსახურმა სახალხო დეპუტატს, ალექსეი კუზნეცოვს კორუფციასთან დაკავშირებული მიმდინარე საქმის გამო წევრობა შეუჩერა, პარტიამ კი თავისი ლუგანსკის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და ამჟამად მის გარიცხვას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქციის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე, და პარტიის Telegram-არხი ავრცელებს.

“გამოძიების განმავლობაში სახალხო დეპუტატის, ალექსეი კუზნეცოვის წევრობა ფრაქციაში შეჩერებული იქნება.

ველოდებით ამ საქმის სასამართლო განხილვას შესაბამის ვადებში. კორუფციულ დანაშაულებში დამნაშავეებმა სამართლიანი სასჯელი უნდა მიიღონ, მათი სტატუსისა და მოვალეობისგან დამოუკიდებლად”. – წერს არახამია.

არახამიამ ასევე აღნიშნა, რომ “ფრაქცია სრულად უჭერს მხარს კორუფციის წინააღმდეგ НАБУ-სა და САП-ის ეფექტიან ქმედებებს”.

მოგვიანებით, პარტიამ განაცხადა, რომ დისციპლინარული კომისია კუზნეცოვის გარიცხვას განიხილავს.

“სახალხო დეპუტატის, ალექსეი კუზნეცოვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა პარტიამ, “ხალხის მსახურმა” მიიღო გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს ის პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან”. – წერია პარტიის განცხადებაში.

პარტიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (САП) საქმიანობას მხარს უჭერს, ხოლო ხალხის მსახური “რჩება თანმიმდევრული თავის მისწრაფებაში გამჭვირვალე, სამართლიანი სახელმწიფო პოლიტიკისკენ და კორუფციის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ შეუწყნარებლობაში”.

ცნობისთვის, უკრაინის მთავრობამ გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (САП) გამოძიების ფონზე მიიღო, რომელშიც კორუფციაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.

2 აგვისტოს НАБУ-მ და САП-მა განაცხადეს, რომ დრონებისა და რადიოელექტრონული ომის საშუალებების შესყიდვებთან დაკავშირებული მასშტაბური კორუფცია გამოავლინეს, კერძოდ, კონტრაქტი განზრახ გაზრდილი ფასებით იდებოდა, რომელთა ნაწილიც დანაშაულის მონაწილეებს რჩებოდათ.

უკრაინის პრეზიდენტმა, მ НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელების მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ კორუფციაში ამხილეს სახალხო დეპუტატი, რაიონული და საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და ეროვნული გვარდიის სამხედროები.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში ფიგურირებს სახალხო დეპუტატი, ალექსეი კუზნეცოვი.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ საქმეში ლუგანსკის ოლქის სამხედრო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და მუკაჩევოს რაიონული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სერჰიი ჰაიდაიც ფიგურირებს.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მალევე გადაწყვიტა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მუკაჩევოს რაიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სერჰიი ჰაიდაის გათავისუფლების შესახებ განკარგულების პროექტი გაუგზავნოს.

წყარო

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow